იუვენტუსის საქმე | პროკურატურამ 11 ქულის დაკლება მოითხოვა
Aa
Aa

იუვენტუსის საქმე | პროკურატურამ 11 ქულის დაკლება მოითხოვა

იტალიაში, „იუვენტუსის“ საქმეზე სააპელაციო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და კლუბის მიერ კაპიტალური შემოსავლების ხელოვნურად მომატების საკითხს განიხილავენ. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა მოთხოვნა, რომელიც პროკურორმა მოსამართლეს წაუყენა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯუზეპე ჩინე ითხოვს, „ბებერ ქალბატონს“ 11 ქულა ჩამოაკლონ, მისი ყოფილი ხელმძღვანელები კი საფეხბურთო საქმიანობას 8 თვით ჩამოაშორონ. ჯერჯერობით უცნობია, საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება მიღებული, მაგრამ დიდი შანსია, „ბებერი ქალბატონი“ დასაჯონ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ვერანაირი სამხილი ვერ წარადგინა, რათა სასჯელი ძალაში დარჩენილიყო. გამომდინარე აქედან, ფედერაციის, როგორც ბრალმდებლის ადგილი, იტალიის ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პროკურორმა დაიკავა. მან საქმის ხელახლა შესწავლა/გადახედვა მოითხოვა და „ბიანკონერის“ ქულები დროებით სწორედ ამიტომ დაუბრუნეს.

Football Italia-ს ცნობით, არის შანსი, ახალი პროცესი ერთ თვეს გაგრძელდეს ან მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ დასრულდეს. თუ ვერდიქტის გამოტანა მიმდინარე გათამაშების ბოლომდე ვერ მოხერხდა და კლუბი დამნაშავედ ცნეს, 2023-24 წლების სეზონის ეგიდით დასჯიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი შვილები კვარასა და ოსიმენს აღმერთებენ“ - ედინსონ კავანის ინტერვიუ
„ჩემი შვილები კვარასა და ოსიმენს აღმერთებენ“ - ედინსონ კავანის ინტერვიუ