გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მისი სეივები 2 ქულის ტოლფასი იყო“ - მამარდაშვილი ტურის სიმბოლურში

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ შეიყვანა. „მამარდამ“ „რეალის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და მისი ასპარეზობა Mundo Deportivo-მ, Whoscored-მა და Sofascore-მა გამოარჩიეს.

„რეალის დაუსრულებელი შეტევებისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რათა კლუბს უმაღლეს დივიზიონში დარჩენა გაენაღდებინა. ვალვერდესა და კროოსის წინააღმდეგ გაფორმებული სეივები ორი ქულის ტოლფასი იყო“, - წერს Mundo Deportivo.

Whoscored-მა მამარდაშვილის ასპარეზობა 7.7 ქულით შეაფასა და იგი საუკეთესო თერთმეტეულს შორის დაასახელა, Sofascore-ს რაც შეეხება, აღნიშნულმა სტატისტიკურმა სააგენტომ ქართველ გოლკიპერს 8.2 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, რომ „რეალთან“ დაპირისპირებაში მამარდაშვილს 5 სეივი ჰქონდა და სტატისტიკური სააგენტოების მიხედვით, გიორგიმ გუნდი 2 აშკარა გოლს გადაარჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლიგა რასისტების ჩემპიონატი გახდა“ - ვინისიუსის პოსტი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ
„ლა ლიგა რასისტების ჩემპიონატი გახდა“ - ვინისიუსის პოსტი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ