ხვიჩა კვარაცხელია, ედინსონ კავანი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ჩემი შვილები კვარასა და ოსიმენს აღმერთებენ“ - ედინსონ კავანის ინტერვიუ

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ედინსონ კავანიმ DAZN-ს ინტერვიუ მისცა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა „პარტენოპეის“ წარმატებაზე ისაუბრა, აღიარა, რომ მისი შვილები ლუჩანო სპალეტის გუნდის გულშემატკივრები არიან და საფეხბურთო კერპებიც ჰყავთ.

„ნაპოლის მიერ სკუდეტოს მოგება შესანიშნავი მომენტი იყო და ყველა გაგიჟდა. ასე ხდება, როცა ბევრს იბრძვი და გამარჯვებებს შეჩვეული არ ხარ. გულშემატკივრებს ასეთი ემოცია ნამდვილად სჭირდებოდათ.

ჩემი საფეხბურთო კარიერის თითოეული სეზონი ფანტასტიკური იყო, მაგრამ ნეაპოლში გატარებული პერიოდი გამორჩეული გახლდათ. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც დიდ კლუბებთან მებრძოლ გუნდებში თამაში ურჩევნია და მომწონს გამოწვევა, როცა ჩრდილოეთის წარმომადგენელ კლუბებს ვებრძვი, რათა ისტორიულ შედეგს მივაღწიო.

ჩემი ორი ვაჟიშვილი ნაპოლის გულშემატკივარია. როცა ნაპოლი ჩემპიონატში ვერ იგებს ან ჩემპიონთა ლიგას ეთიშება, ისინი ჭკუაზე არ არიან. ნეაპოლში დაიბადნენ, იქ გაიზარდნენ და გასაგებია, პარტენოპეის რატომ ქომაგობენ. მათ ნაპოლის ყველა საფეხბურთო სიმღერა იციან. ჰყავთ თუ არა საფეხბურთო კერპები? ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე ძალიან ბევრს საუბრობენ. 20 დღის წინ, როცა ჩემ სანახავად ჩამოვიდნენ, მაშინაც მათზე მელაპარაკნენ“.

შეგახსენებთ, რომ კავანი „ნაპოლის“ ღირსებას 2010-დან 2013 წლამდე იცავდა და შემდეგ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარტენოპეიმ“ დაახლოებით 64 მილიონი ევრო მიიღო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე