კარლო ანჩელოტი, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესი ანჩელოტის ტრანსფერებს დაჰპირდა | კარლო მადრიდულ კლუბში რჩება

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ნდობა გამოუცხადა. გავლენიანი ესპანური გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, პერესი იტალიელ სპეციალისტს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე დაელაპარაკა.

პერესი და ანჩელოტი შეჯერდნენ, რომ „რეალის“ საფეხბურთო პროექტსა და გუნდის შემადგენლობას გაუმჯობესება სჭირდება. ფლორენტინო იტალიელ სპეციალისტს დაჰპირდა, რომ სატრანსფერო ბაზარზე აქტიური იქნება და რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს.

Marca-ს ინფორმაციით, „რეალის“ მთავარი სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება. „სამეფო კლუბი“ ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ მომდევნო სეზონში, ინგლისელი ახალგაზრდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იასპარეზებს. ბელინგემის გარდა, მადრიდელები კილიან მბაპესა და ალფონსო დევისის ტრანსფერებზე იმუშავებენ.

მბაპესთან მიმართებით, ბევრი რამ თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. Sky Sports-ის ცნობით, კილიანის მიერ გასულ ზაფხულს, „პარი სენ-ჟერმენთან“ დადებული 3-წლიანი კონტრაქტი, 2+1 სისტემითაა და მბაპემ უნდა გადაწყვიტოს, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს თუ არა. თუ ასე არ მოხდა, მომდევნო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და შეეძლება, იანვარში ახალ კლუბთან წინასწარი შეთანხმება დადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგ სეზონს ატარებს“ - რობერ პირესი მიქაუტაძეს აქებს
„ძალიან კარგ სეზონს ატარებს“ - რობერ პირესი მიქაუტაძეს აქებს