სიმონე ინძაგი
Aa
Aa

ინძაგი: არაჩვეულებრივად ვითამაშეთ, კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტის გატანაც შეგვეძლო

„მილანის“ დამარცხების შემდეგ, სიმონე ინძაგიმ პრესასთან ისაუბრა და მისი გუნდის თამაში კმაყოფილება გამოხატა.

„პირველი ტაიმი არაჩვეულებრივი იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ. ორზე მეტი გოლის გატანა ნამდვილად შეგვეძლო. ეს შესანიშნავი თამაში იყო. ჩვენ რამდენიმე რაუნდი გავიარეთ და ვიცით, რომ ეს მხოლოდ ერთი შეხვედრაა.

განმეორებით შეხვედრაში ზურგს ჩვენი ქომაგები გაგვიმაგრებენ და ოცნების ასრულებისთვის ბიძგს მოგვცემენ.

ბიჭებმა მოედნის ყველა კუთხე აითვისეს, ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ვიცით, რომ სამუშაო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს, ამიტომ მიალნთან 2:0-ის მოგება ისეთი დომინანტური შედეგი აღარ არის, როგორც ეს წინა წლებში იყო“.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად მოუგო. აქამდე გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, „როსონერის“ 2 მოგება და 2 ფრე ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?