მილანი, ინტერი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

“ფავორიტი არ არსებობს“ - ინძაგი მილანთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანურ დერბის ვიხილავთ. მატჩის წინ, „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ინძაგი:

„ბოლო პერიოდში ჩემი გუნდი საუკეთესოდ მოემზადა, რაც შედეგებზე აისახა. კარგად გვაქვს გააზრებული ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა. ეს ნახევარფინალია და პლუს დერბი. გვინდა, რომ ამ ყველაფერს საუკეთესოდ გავუმკლავდეთ. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. წინ ისტორიული 180 წუთია.

გვესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს მილანურ დერბის. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში 7 დერბიში მივიღე მონაწილეობა. ზოგი მოვიგეთ, ზოგი წავაგეთ. ვიაზრებთ, რომ თითოეული მატჩი უნიკალურია. „მილანის“ მოთამაშეების ხარისხი ბრწყინვალეა, მაგრამ ვიცით როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ. ჩვენი სათამაშო გეგმა ლეაოზე დამოკიდებული არაა. არ აქვს მნიშვნელობა ითამაშებს, თუ არა.

„მილანი“ ხარისხიანი გუნდია, რომელიც თითოეული მატჩისთვის იდეალურად ემზადება. კარგად იციან როგორ ითამაშონ. ორივე გუნდისთვის ისტორიული მომენტია. ამ დაპირისპირებაში ფავორიტი არ არსებობს. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ინტერის“ ნახევარფინალური დაპირისპირება 10 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკი: “ანჩელოტი კატასავით ცბიერი და ჩასაფრებულია“
საკი: “ანჩელოტი კატასავით ცბიერი და ჩასაფრებულია“