ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

Marca: თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია - ბელინგემი რეალში მიდის

მადრიდის „რეალი" „დორტმუნდის“ ინგლისელი ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოსაა.

ბელინგემმა კარიერის „სამეფო კლუბში“ გაგრძელება გადაწყვიტა. „მანჩესტერ სიტიმ“ და „ლივერპულმა“ ეს უკვე იციან, აქედან გამომდინარე მათ ბრძოლაზე უარი თქვეს და ყველაფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ბელინგემზე მოლაპარაკებების დასრულებასთან ახლოს არიან. გარიგება მხოლოდ შეიძლება დაირღვეს, თუ მოლაპარაკებებში მოულოდნელი უთანხმოება გაჩნდება. თუ ეს არ მოხდა, მაშინ 30 ივნისის შემდეგ ინგლისელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის" ფეხბურთელი გახდება და კონტრაქტს 2029 წლამდე მოაწერს ხელს.

„რეალი" ამ ტრანსფერში 100-დან 120 მილიონ ევრომდე დახარჯავს. მადრიდელები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან როგორც „ბორუსიასთან“, ასევე ფეხბურთელთან.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „დორტმუნდს“ 2020 წელს „ბირმინგემიდან“ 25 მილიონ ევროდ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 19 წლის ნახევარმცველმა კლუბის მაისურით 40 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკას და ფოდენს უსწრებს - Football Observatory ხვიჩას დრიბლინგებზე
საკას და ფოდენს უსწრებს - Football Observatory ხვიჩას დრიბლინგებზე