კეპა არისაბალაგა, ანდრე ონანა
Aa
Aa

ჩელსიმ უარი მიიღო | ინტერს ონანას ტრანსფერში კეპას ჩართვა არ სურს

ლონდონის „ჩელსი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და მაღალი დონის მეკარის დამატება სურს. „ლურჯებს“ ინტერესი გიორგი მამარდაშვილის მიმართაც აქვთ, მაგრამ ბოლო პერიოდში, მათ ნომერ პირველ სამიზნედ „ინტერის“ კიპერს, ანდრე ონანას ასახელებენ.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს, „ნერაძურისა“ და „არისტოკრატების“ წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. „სტემფორდ ბრიჯელებმა“ მილანელებს გარკვეული თანხა და ონანას ტრანსფერში კეპა არისაბალაგას ჩართვა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

იტალიური გამოცემის ცნობით, „შავ-ლურჯები“ ონანას გაშვების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურთ. „ინტერი“ მზადაა, გარიგებაში ფეხბურთელთა ჩართვასაც დათანხმდეს, ოღონდ კეპას ნაცვლად ტრევო ჩალობას ან რუბენ ლოფტუს-ჩიკის მიღება სურს.

La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, „ჩელსი“ დანებებას არ აპირებს. კლუბებს შორის გამართული მოლაპარაკებები მხოლოდ საწყის ეტაპზეა და „არისტოკრატები“ ონანათი სერიოზულად არიან დაინტერესებული, რის გამოც, შესაძლოა, „ინტერს“ უკეთესი შეთავაზებითაც მიმართონ. თუ ონანამ კლუბი დატოვა, „ინტერი“ „ემპოლის“ ფეხბურთელის, გულიელმო ვიკარიოს გადაბირებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიმს სავალდებული ჯარის გავლა უწევს - რატომ არის ეს ნაპოლისთვის კარგი?
კიმს სავალდებული ჯარის გავლა უწევს - რატომ არის ეს ნაპოლისთვის კარგი?