გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მრისხანე იარაღია“ - რას წერს ჟირონდული ვებგვერდი მიქაუტაძეზე

ჟირონდული ვებგვერდი, Webgirondins-ი საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზურისთვის გაჩაღებულ ბრძოლაზე წერს, რომლის მთავარი მონაწილეებიც „ბორდო“ და „მეცი“ არიან. ფრანგული გამოცემა გიორგი მიქაუტაძეს გამოარჩევს და აცხადებს, რომ იგი მრისხანე იარაღია, რომლის მსგავსიც, „ბორდოს“ არ გააჩნია.

„მეცმა, სენტ-ეტიენის დამარცხებით, ბორდო წნეხის ქვეშ მოაქცია. დიახ, ის პერიოდი გვიდგას, როცა თითოეული ქულა გადამწყვეტია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბორდოს კონკურენტის რიგებში გიორგი მიქაუტაძე თამაშობს. ქართველი ფეხბურთელი სერიული გოლეადორია და მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო. იგი მრისხანე იარაღია და გოლის გასატანად ორი შანსი არ სჭირდება.

ბორდოს მთავარ მწვრთნელს, დავიდ გუიონს მიქაუტაძის მსგავსი ფორვარდი არ ჰყავს, მაგრამ მან ახალგაზრდა და ვეტერანი ფეხბურთელების უნარების შერწყმა მოახერხა. ახლა დროა, წინ წავიდეთ, ქულები ავიღოთ და წნეხს გავუმკლავდეთ. ბოლო ორ შეხვედრაში, ვნერვიულობდით და დღეს, თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს“, - წერს Webgirondins-ი.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით, 22:45-ზე, „ბორდო“ „გრენობლს“ უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში, ჟირონდელები მეორე ადგილს დაიკავებენ, რომელიც ამ წუთისთვის, „მეცის“ საკუთრებაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის MVP! - შენგელიას მაგარი თამაში და გამარჯვება სასარისთან
მატჩის MVP! - შენგელიას მაგარი თამაში და გამარჯვება სასარისთან