დევინ ბუკერი, დეანდრე ეიტონი, ტრეი იანგი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ჯეილენ ბრაუნი, რასელ უესტბრუკი, დარიუს გარლანდი, მარკუს სმარტი, დონოვან მიტჩელი, ჯეილენ ბრანსონი, ჯულიუს რენდლი, დერიკ უაითი
Aa
Aa

მასპინძლების დღე | კლივლენდმა და ფინიქსმა გაათანაბრეს, ბოსტონმა მეორედ მოიგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფის პირველი რაუნდი გრძელდება და ჩემპიონობის ერთ-ერთმა ფავორიტმა, „ბოსტონ სელტიქსმა“ „ატლანტა ჰოუქსი“ მეორედ დაამარცხა. პირველი მატჩის მსგავსად, კელტებს სასურველი შედეგის დაფიქსირება არც ამ შეხვედრაში გასჭირვებიათ და 119:106 იმარჯვეს.

„ბოსტონის“ რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. დერიკ უაითმა 26 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა. ჯეილენ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა კი 18 და 14 ქულა დააგროვეს. „ატლანტას“ 29 ქულით დეჟონტე მიურეიმ ულიდერა. ტრეი იანგს 24 ქულა ჰქონდა, ხოლო დეანდრე ჰანტერის ანგარიშზე 18 ქულა და 12 მოხსნა იყო.

აღმოსავლეთ კონფერენციაში დავრჩეთ და „კლივლენდ კავალიერსისა“ და „ნიუ იორკ ნიქსის“ დაპირისპირებაზე ვისაუბროთ. „კავსმა“ საკუთარ კედლებში გამართული პირველი მატჩი წააგო და ფეხის დაცდენის უფლება აღარ ჰქონდა. „კლივლენდი“ ამჯერად ბრწყინვალე იყო და „ნიქსს“ შანსი არ დაუტოვა - 107:90.

„კავსის“ მხრიდან 32 ქულით დარიუს გარლანდი გამოირჩა. კარის ლევერტს 24 ქულა ჰქონდა, ხოლო დონოვან მიტჩელმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 17 ქულა, 13 ასისტი. „ნიუ იორკის“ ლიდერს, ჯულიუს რენდლს 22 ქულა ჰქონდა. ჯეილენ ბრანსონმა ცუდი მატჩი ჩაატარა, 17-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და 20 ქულას დასჯერდა, არ ჯეი ბარეტის ანგარიშზე კი 14 ქულა იყო.

დღევანდელი სათამაშო დღე „ლოს ანჯელეს კლიპერსისა“ და „ფინიქს სანსის“ დაპირისპირებით დასრულდა. „კავსის“ მსგავსად, პირველი თამაში არიზონელებსაც წაგებული ჰქონდათ და სერიაში ანგარიში მათაც გაათანაბრეს. „ფინიქსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა და 123:109 მოიგო.

„სანსს“ 38 ქულით დევინ ბუკერმა ულიდერა. კევინ დურანტს 25 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა, დეანდრე ეიტონმა მატჩი 14 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა. „კლიპერსის“ მხრიდან საუკეთესო კვლავინდებურად კავაი ლეონარდი იყო - 31 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი. რასელ უესტბრუკმა 28 ქულა დააგროვა, ერიკ გორდონი და ნორმან პაუელი 12-12 ქულას დასჯერდნენ.

ცნობისთვის, „ბოსტონი“ „ატლანტას“ 2:0-ს უგებს და მომდევნო მატჩი 22 აპრილს, ჯორჯიაში გაიმართება. „კლიპერსისა“ და „ფინიქსის“ სერიაში ანგარიში 1:1-ია და მესამე შეხვედრას 21 აპრილს ვიხილავთ, ხოლო „ნიქსი“ და „კავსი“ ერთმანეთს 22 აპრილს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „კვარაცხელია კვლავ დაგვეხმარება დიდი მიზნის მიღწევაში“
სპალეტი: „კვარაცხელია კვლავ დაგვეხმარება დიდი მიზნის მიღწევაში“