ინტერი, სიმონე ინძაგი, ბენფიკა
Aa
Aa

ინძაგი: “ბენფიკას ძლიერი მხარეები შევისწავლეთ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ინტერი“ „ბენფიკას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ინძაგიმ?

„ყველამ ვიცით, თუ როგორი კარგი მეტოქეა ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ, მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. შემდეგ ეტაპზე გასვლა თუ გვინდა, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ისე ვიმუშაოთ. ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც, ისევე როგორც ჩვენ, შიდა ჩემპიონატში დამსახურებულ პოზიციაზე არ იმყოფება.

„ბენფიკას“ ძლიერი მხარეები შევისწავლეთ. ჩვენ 2-ბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მაინც გაგვიჭირდება. ინტენსიურად უნდა ვითამაშოთ, რადგან „ბენფიკა“ სწრაფი გუნდია და პასის შესანიშნავი კულტურა აქვს. ისეთი ტემპი უნდა შევთავაზოთ, რომ სტადიონიდან გაქრნენ.

თავდაპირველი მიზანი 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა იყო, მაგრამ ახლა შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ მთავარ ოთხეულში მოვხვდეთ. ძალიან ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით. რა თქმა უნდა, გოლის გატანის ბევრი შანსი გვექნება. ფეხბურთელები უბრალოდ მშვიდად უნდა იყვნენ და მომენტს დაელოდონ.“

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასა“ და „ინტერის“ პირველი დაპირისპირება ლისაბონში გაიმართა და „ნერაძურიმ“ 2:0 მოიგო. ამ გუნდების მომავალი მატჩი 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფრანკოსთან ასოცირება არ გვსურს, წაშალეთ ვიდეო“ - კატალონიურმა მთავრობამ რეალს მოთხოვნა წაუყენა
“ფრანკოსთან ასოცირება არ გვსურს, წაშალეთ ვიდეო“ - კატალონიურმა მთავრობამ რეალს მოთხოვნა წაუყენა