რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

არ უნდა, მაგრამ მოუწევს - ლუკაკუ ჩელსიში დაბრუნდება

ბელგიელი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ჩელსიში“ დაბრუნდება. 29 წლის თავდამსხმელი „ინტერში“ ასპარეზობს, მაგრამ „ნერაძურის“ მის გამოსასყიდად საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნია და რომელუს ვერ იტოვებს.

Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, ლუკაკუს „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნება არ უნდა. იგი „ინტერში“ თავს კარგად გრძნობს და ადგილსამყოფლის გამოცვლა მის გეგმებში არ შედის, თუმცა, იტალიური გამოცემა ირწმუნება, რომ მას სხვა ვარიანტი არ ექნება.

„ინტერი“ ლუკაკუს გარეშე ცხოვრებისთვის მზადებას იწყებს და მის შემცვლელებზე ფიქრობს. „ნერაძური“ რამდენიმე ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს, რომელთა შორის მარკუს ტურამი, რობერტო ფირმინო, მატეო რეტეგი და ლუი ოპენდა არიან.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ლუკაკუმ მონაწილეობა 18 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე იგი ბევრად ეფექტურია და 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე ჰყავს, ხვიჩა მათ შორის არაა“ - იტალიელი მწვრთნელი
„ნაპოლის 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე ჰყავს, ხვიჩა მათ შორის არაა“ - იტალიელი მწვრთნელი