ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუ სასტარტოში დაიწყებს? | შლეიზენერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა

ბუნდესლიგა 2-ის 28-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ საკუთარ კედლებში „არმინიას“ დაუპირისპირდება. მატჩი 16 აპრილს გაიმართება და გერმანული გამოცემების ინფორმაციით, არის შანსი ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

„კარლსრუეს“ შემტევს, ფაბიან შლეიზენერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გერმანელი ფეხბურთელი თავს შეუძლოთ გრძნობს და „ლურჯების“ სამედიცინო შტაბის მიხედვით, მისი თამაშის შანსი 50-50-ზეა. BNN-ის ცნობით, თუ შლეიზენერი მოედანზე ვერ გავა, მის ნაცვლად ძირითადში სიმონ რაპს ან ბუდუს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ „კარლსრუეში“ გადასვლის შემდეგ, ზივზივაძემ მონაწილეობა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო და სასტარტო შემადგენლობაში არც ერთხელ გამოჩენილა. ყველაზე მეტი, 24 წუთი მან „ჰაიდენჰაიმის“ წინააღმდეგ ითამაშა, რომელთანაც მისი გუნდი 2:5 დამარცხდა.

გეტყვით იმასაც, რომ 27 ტურის შემდეგ, „კარსლრუეს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. ზივზივაძის გუნდი გასავარდნ ზონაში მყოფ „ჰანზას“ 11 ქულით უსწრებს, მესამე ადგილამდე კი 15 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია