მაურისიო პოჩეტინო, კარლო ანჩელოტი, იულიან ნაგელსმანი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ანჩელოტი სტემფორდ ბრიჯზე? - ჩელსი იტალიელის დაბრუნებას განიხილავს

ESPN-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის კანდიდატურასაც განიხილავს. 63 წლის სპეციალისტი 2021 წლიდან „რეალს“ წვრთნის, თუმცა წნეხის ქვეშაა, თუ სეზონს ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშე დაასრულებს, უდიდესი ალბათობით „სამეფო კლუბს“ დაემშვიდობება.

კარლო ანჩელოტის გარდა „ჩელსი“ იულიან ნაგელსმანის, მაურისიო პოჩეტინოსა და ლუის ენრიკეს კანდიდატურებს განიხილავს.

ანჩელოტი „არისტოკრატებში“ 2009-11 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად სამი ტიტული მოიგო: პრემიერ ლიგა (2009-10), ინგლისის ასოციაციის თასი (2009-10) და ქომუნითი შილდი (2009).

ლა ლიგაში 27 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 71 ქულით პირველ ადგილზეა, „რეალი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალში „სამეფო კლუბის“ მეტოქე „ჩელსია“. პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 12 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს შედგება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასაწყისში „ჩელსის“ ტომას ტუხელი წვრთნიდა, რომელიც გრემ პოტერმა შეცვალა, ინგლისელი წარუმატებელი მუშაობის გამო ახლახან შეცვალეს და სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ფრენკ ლამპარდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბავშვებს აჩვენებს, როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს“ - კალაძემ კვარაზე ისაუბრა
„ბავშვებს აჩვენებს, როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს“ - კალაძემ კვარაზე ისაუბრა