იულიან ნაგელსმანი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე ლონდონშია | ჩელსისთან მოლაპარაკებებს გამართავს

„ჩელსი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და 2 კანდიდატი ჰყავს შერჩეული. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, „ლურჯებს“ სურთ, გუნდი ლუის ენრიკეს ან იულიან ნაგელსმანს ჩააბარონ და ესპანელი სპეციალისტი უკვე ინგლისში იმყოფება.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ენრიკე ლონდონში თავის წარმომადგენლებთან ერთად ჩაფრინდა და „არისტოკრატების“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს გამართავს. იგი „ჩელსის“ ჩაბარებით დაინტერესებულია და მისი დანიშვნის იდეა „სტემფორდ ბრიჯზეც“ მოსწონთ.

ესპანელი სპეციალისტის გარშემო განვითარებული მოვლენების მიუხედავად, „ჩელსი“ იულიან ნაგელსმანთან კონტაქტს არ წყვეტს. გერმანელი სპეციალისტი „არისტოკრატების“ ხელმძღვანელთა ფავორიტია და მასთან მოლაპარაკებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ სურს, გუნდი ჩააბაროს სპეციალისტს, რომელსაც ტოპ კლუბში მუშაობის გამოცდილება აქვს და ზეწოლასთან გამკლავება შეუძლია.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი - ფრაიბურგმა ბაიერნი გერმანიის თასიდან გამოაგდო
დრამატული მატჩი - ფრაიბურგმა ბაიერნი გერმანიის თასიდან გამოაგდო