კილიან მბაპე
Aa
Aa

თავის არჩევანს ნანობს - მბაპეს რეალში გადასვლა ისევ სურს

კილიან მბაპე გასულ ზაფხულს „რეალში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში უარი თქვა და პსჟ-სთან ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი გააფორმა.

Marca-ს ცნობით, სეზონის დაწყებიდან მალევე თავდამსხმელის გარემოცვიდან „რეალს“ დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ კილიანი თავის გადაწყვეტილებას ნანობს. მას აინტერესებს კვლავ არის, თუ არა მადრიდიდან მის მიმართ ინტერესი.

წყარო წერს, რომ „რეალს“ მბაპეს მიმართ გადაჭარბებული ინტერესი აღარ გამოუჩენია. მას აცნობეს, რომ თუ ფეხბურთელს ტრანსფერის სურვილი კვლავ ჰქონდა, მას უფრო მეტად უნდა მოენდომებინა და მეტ დათმობებზე წასულიყო. მათ შორის ფინანსურ დათმობებზეც.

მბაპეს ახალი კონტრაქტი პარიზელებთან 2024 წლამდეა ძალაში. რთული წარმოსადგენია, რომ პსჟ-მ კილიანი კონტრაქტის ამოწურვამდე დათმოს.

ვარაუდობენ, რომ „რეალი“ მბაპეს 2024 წელს ბენზემას შემცვლელად გაიფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - კიტეიშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
კარგი ამბავი - კიტეიშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო