ნაპოლი, პარი სენ ჟერმენი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი პსჟ-ში? - მისი აგენტი პსჟ-ს სპორტულ დირექტორს შეხვდა

ვიქტორ ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდა „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულ დირექტორს ლუის კამპოსს შეხვდა, რათა ზაფხულისთვის ნიგერიელი თავდამსხმელის ტრანსფერის დეტალები განეხილათ. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სერია ა-ში 21 გამართულ შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ბრწყინვალე დუეტი შექმნა.

ამ საკითხთან დაკავშირებით TMW-იც წერს და ვიგებთ, რომ აგენტისა და პსჟ-ს სპორტული დირექტორის შეხვედრა „ნაპოლისთან“ შეთანხმებული არ იყო. აღსანიშნავია, რომ კალენდა კამპოსს კარგად იცნობს და იყო დრო, როდესაც ერთად მუშაობდნენ.

თავად ოსიმენმა კი ღიად განაცხადა, რომ მისი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, მაგრამ შესაძლოა პსჟ-მ ისეთი მაცდური წინადადება შესთავაზოს, რომ უარი ვერ თქვას.

შეგახსენებთ, აურელიო დე ლაურენტისმა უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენს 150 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“ - 90Min-ის ჟურნალისტი კვარაზე
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“ - 90Min-ის ჟურნალისტი კვარაზე