ჩელსი, ჩემპიონთა ლიგა, დორტმუნდის ბორუსია, ედინ ტერზიჩი
Aa
Aa

ტერზიჩი: “შემდეგ ეტაპზე გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა“

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალისტების ვინაობა ცნობილია. „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსიმ“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა და ნახევარმცველმა ემრე ჩანმა კომენტარები გააკეთეს.

ტერზიჩი:

„რთულია ამ შედეგთან შეგუება, იმედგაცრუებულები ვართ. ორივე მატჩი ძალიან დაძაბული იყო. მეორე ტაიმში დომინანტურად ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ იყო. საერთო ჯამში, უნდა ვთქვათ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას „ჩელსი“ იმსახურებდა, მაგრამ ჩვენც ვიმსახურებდით. ეს იყო ორი თანაბარი მატჩი.“

ემრე ჩანი:

„“ჩელსი ვალდებული იყო, რომ გაემარჯვა და პირველივე წუთიდან აქტიურად დაიწყო თამაში. განსაკუთრებით პირველ ტაიმში იაქტიურეს. მეორე ნახევარში რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ ღია თამაშში ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. ახლა მთელი ყურადღება ბუნდესლიგაზე უნდა გადავიტანოთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოტენჰემი VS მილანი - მატჩის წინ
ტოტენჰემი VS მილანი - მატჩის წინ