ჩელსი, დორტმუნდი, ჩემპიონთა ლიგა, ბენფიკა, ბრიუგე
Aa
Aa

დორტმუნდი დამარცხებულია - ჩელსი მეოთხედფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალისტების ვინაობა ცნობილია. „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსიმ“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ ინტენსიური გამოვიდა. შეტევას ორივე გუნდი ცდილობდა და რიგ ეპიზოდებში მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ანგარიში 43-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის საწყის წუთებზე, გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კაი ჰავერცმა შეასრულა. ამის შემდეგ, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი აღარ გასულა და „არისტოკრატები“ მეოთხედფინალში გავიდნენ.

პარალელურად, ლისაბონის „ბენფიკა“ „ბრიუგეს“ საკუთარ კედლებში უპირისპირდებოდა და უშანსოდ 5:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელებს პირველი მატჩი სტუმრად 2:0 ჰქონდათ მოგებული და ჯამში ანგარიში 7:2 დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოტენჰემი VS მილანი - მატჩის წინ
ტოტენჰემი VS მილანი - მატჩის წინ