ტოტენჰემი, მილანი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

“დიახ, ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა“ - კონტე მილანთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ტოტენჰემი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „დეზების“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კონტე" 

„ასეთი ტიპის თამაშებით ვცოცხლობთ და ზეწოლა ახალი არ არის. როდესაც შენზე ზეწოლა მოდის ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მაღალი დონის ხარ. ასე კი ჩვენი დონეც იწევს. არ დაგავიწყდეთ, რომ გასულ სეზონში კონფერენს ლიგაზე ვთამაშობდით. ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე ვართ.

ჯგუფში გავიმარჯვეთ და ახლა „მილანის“ დამარცხების კარგი შანსი გვაქვს. პრიორიტეტი მეოთხედფინალში გასვლაა. თუ მკითხავთ მინდა, თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება გიპასუხებთ, რომ დიახ, მაგრამ შემდეგ რეალობაში ვბრუნდებით. ამ წარმატებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ.

„მილანი“ უდიდესი ისტორიების და ტრადიციების მქონე გუნდია, რომელსაც პატივს ვცემ. „ტოტენჰემს“ „როსონერი“ ამ სტადიაზე ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს. ვფიქრობ, გამოცდილი გუნდი მყავს, რომელიც ახლა უკეთეს ფორმაშია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მინდორზე დიდებულ ბრძოლას ველოდები.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იტალიაში გაიმართა და „მილანმა“ 1:0 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულში ნებისმიერ შეთავაზებას მოისმენენ - პსჟ ნეიმარის გაყიდვას გეგმავს
ზაფხულში ნებისმიერ შეთავაზებას მოისმენენ - პსჟ ნეიმარის გაყიდვას გეგმავს