საშინელი ფაქტი ნაპოლი-ლაციოს მატჩისას - ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
Aa
Aa

საშინელი ფაქტი ნაპოლი-ლაციოს მატჩისას - ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სერია A-ს 25-ე ტურში, პრინციპული მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ნაპოლი“ და „ლაციო“ დაუპირისპირდნენ. იტალიური პრესის ინფორმაციით, შეხვედრას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია და ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ სერიოზული გახლდათ.

მატჩის მიმდინარეობისას, გულშემატკივრები სხვადასხვა სახის ასაფეთქებლებსა და პეტარდებს ისროდნენ. ერთ-ერთ მომენტში, „ლაციოს“ ქომაგებმა „ნაპოლის“ ფანების მიმართულებით ხელოვნურად დამზადებული ასაფეთქებელი ისროლეს, რომელიც არასრულწლოვანს კვამლის ბომბი ეგონა, ხელში აიღო და აუფეთქდა.

Canale 21-ის ცნობით, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა. ექიმების მიხედვით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხელების მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებითი ტესტების ჩატარებაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში პირველად დამარცხდა. „ლაციომ“ 1:0 იმარჯვა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. „პარტენოპეის“ 65 ქულა დარჩა და მაურიციო სარის გუნდს 17 ქულით უსწრებს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგარი ამბავი - სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოში ითამაშებს
მაგარი ამბავი - სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოში ითამაშებს