ხვიჩა კვარაცხელია, მაურიციო სარი
Aa
Aa

ნაპოლის პირველი წაგება საკუთარ კედლებში - კვარა ასისტთან ახლოს იყო

სერია A-ს 25-ე ტური „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიხსნა, სადაც ჩემპიონატის ლიდერი „ნაპოლი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა. მაურიციო სარის „ლაციალემ" დიდი სენსაცია გამოაცხო და მიმდინარე სეზონში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც „პარტენოპეი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი „ნაპოლის“ მცირე უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მომენტების შექმნა ორივე გუნდს უჭირდა. ნეაპოლელები სარის დაცვით ტაქტიკას ვერაფერს უხერხებდნენ და გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლის გარეშე გავიდნენ. მეორე ტაიმი იგივე სცენარით დაიწყო, მაგრამ 67-ე წუთზე, ყველაფერი შეიცვალა.

„ლაციოს“ შეტევას მატიას ვესინოს ბრწყინვალე გოლი მოჰყვა. ამ უკანასკნელს ხვიჩას თავურის შემდეგ ბურთი მიუვიდა და ალექს მერეტის კარისკენ ერთი შეხებით დაარტყა. „პარტენოპეის“ მეკარემ გუნდი ვერ გადაარჩინა და „ლაციო“ დაწინაურდა.

„ნაპოლის“ წონასწორობის აღდგენა 12 წუთის შემდეგ შეეძლო. 79-ე წუთზე, „კვარას“ ჩაწოდებას ვიქტორ ოსიმენის თავური მოჰყვა, მაგრამ „ლაციალე“ ხარიხამ იხსნა. გადმოვარდნილ ბურთზე ჯოვანი დი ლორენცომ ითამაშა, მაგრამ „არწივების“ მეკარემ ივან პროვედელმა ბრწყინვალე რეფლექსი გამოავლინა და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. დარჩენილ დროში „ნაპოლი“ ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 0:1 წააგო.

ამრიგად, „ნაპოლის“ 65 ქულა აქვს და პირველ ადგილს ინარჩუნებს. „ლაციოს“ რაც შეეხება, მაურიციო სარის გუნდმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და 48 ქულა დააგროვა. „ინტერი“ და „მილანი“ თავიანთ შეხვედრებს ხვალ და ზეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები