ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ძალიან აქტიურია, სულ ბურთს ითხოვს“ - დიჟონის ფეხბურთელმა ზურიკო შეაქო

„დიჟონის“ ფეხბურთელმა, დანიელ კონგრემ „ბორდოს“ ქართველ შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ფრანგმა უკანახაზელმა ჟირონდელებთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ ზურიკომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ბორდოს არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვეთამაშეთ და მათ უდიდესი შემტევი პოტენციალი აქვთ. ვინ იყო ფეხბურთელი, რომელმაც ბორდოსთან მატჩში ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა? ზურიკო დავითაშვილი. ის ძალიან აქტიურია, ყოველთვის ბურთს ითხოვს, სულ ცდილობს, გაიხსნას და კარისკენაც ურტყამს.

დავითაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშს გრძნობს და ვნახოთ, მისი გუნდი ლიგა 1-ის საგზურს თუ მოიპოვებს. აღზევებას, როგორც ბორდო, ისე ამიენიც იმსახურებს, თუმცა იქვე არიან სოშო და კაენი, რომლებიც მათ კონკურენციას გაუწევენ. სოშო ძალიან კარგი გუნდია და შეტევაში ბრწყინვალეა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საგზურისთვის დიდი ბრძოლა იქნება“.

ცნობისთვის, კონგრე გამოცდილი ფეხბურთელია და 37 წლისაა. მისი გუნდისა და „ბორდოს“ დაპირისპირება 28 იანვარს გაიმართა და ჟირონდელებმა 3:0 იმარჯვეს. გეტყვით იმასაც, რომ ზურიკოს გუნდს 45 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ჟირონდელები „სოშოს“ 1 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპეციალურად ამ მატჩისთვის | მამარდაშვილი შავი ფერის მაისურით ითამაშებს
სპეციალურად ამ მატჩისთვის | მამარდაშვილი შავი ფერის მაისურით ითამაშებს