სანდრო მამუკელაშვილი, მაიკ ბუდენჰოლცერი
Aa
Aa

რატომ გაუშვეს მამუკელაშვილი? - მილუოკის თავკაცმა სანდროზე ისაუბრა

„მილუოკი ბაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაიკ ბუდენჰოლცერმა სანდრო მამუკელაშვილზე და კლუბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. „ბაქსმა“ „მამუ“ რამდენიმე საათის წინ გაუშვა და ბუდენჰოლცერს მის შესახებ შეკითხვა „ორლანდო მეჯიქთან“ მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

„სანდრო საოცარი პიროვნებაა და ჩვენს გასახდელში ის ყველას უყვარს. მის მიმართ სამწვრთნელო შტაბიც ზუსტად იმავეს ვგრძნობთ. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩვენთვის, ისე სანდროსთვის ძალიან რთული და მძიმე იყო, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, მისი კარიერული თავგადასავლის ნაწილია.

სანდროს გაშვების მიუხედავად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აზრით, მას NBA-ში კარიერა აუცილებლად ექნება და კარგი კალათბურთელი იქნება. ამის თითოეულ ჩვენგანს სჯერა, მაგრამ ზოგჯერ ასეთი რაღაცები უნდა გააკეთო და განაგრძო გზების ძიება, რათა გუნდი უკეთესი გახადო. თან მგონია, რომ რაღაც მხრივ, ეს მისთვისაც კარგი ვარიანტი იყო“.

ცნობისთვის, ESPN-ის ინფორმაციით, „მილუოკის“ ხელმძღვანელებმა სანდროს წარმომადგენლებთან იმუშავეს და გადაწყდა, რომ „მამუს“ მომავლისთვის გაშვება კარგი ვარიანტი იყო, რადგან „ბაქსის“ შემადგენლობის სიღრმე და ვეტერანი კალათბურთელების სიჭარბე მას თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია ფასი, რის სანაცვლოდაც ნაპოლი კვარასა და ოსიმენს გაყიდის
ცნობილია ფასი, რის სანაცვლოდაც ნაპოლი კვარასა და ოსიმენს გაყიდის