პსჟ, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

გამოძიების პარალელურად - ჰაკიმი პსჟ-დან არ მოიკვეთება

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშრაფ ჰაკიმი სკანდალში გაეხვა. მაროკოელი ფეხბურთელი ახალგაზრდა ქალბატონმა სექსუალურ ძალადობაში ძალადობაში დაადანაშაულა.

რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. იყო საშიშროება, რომ ყველაფრის გარკვევამდე ჰაკიმი გუნდიდან მოეკვეთათ, მაგრამ „პარი სენ ჟერმენის“ გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა მარჯვენა მცველი გამოძიების პარალელურად კლუბის ყველა აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას და შეზღუდვა არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ჰაკიმისა და ქალბატონის ურთიერთობა 16 იანვარს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ საშუალებით დაიწყო. 25 თებერვალს კი აშრაფმა მასთან შესახვედრად ბინა იქირავა.

ახალგაზრდა ქალის ინფორმაციით, ფეხბურთელმა მას ტანსაცმლის გახდა დაუწყო და ტუჩებში ძალით აკოცა. პსჟ-ს მარჯვენა მცველი მას მკერდზეც შეეხო. ცნობილი ხდება ისიც, რომ აშრაფი მას სასქესო ორგანოზეც შეეხო ხელით და ამ დროს მან ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მიიღო.

როგორც LeParisien წერს, მსხვერპლმა ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და მისი სახლიდან გაიქცა. საბოლოოდ მას თავისმა მეგობარმა მიაკითხა მანქანით და სახლში წაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანე: ლივერპული დაბრუნდება, კლოპი მათთვის სწორი მწვრთნელია
მანე: ლივერპული დაბრუნდება, კლოპი მათთვის სწორი მწვრთნელია