ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი, ნეიმარი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

ნეიმარის და მესის გვერდით - Bleacher ხვიჩაზე წერს

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში მსოფლიო ფეხბურთის გაოცებას აგრძელებს. ქართველ ფეხბურთელზე არაერთი გამოცემა წერს. გამონაკლისი არც Bleacher გახდა, რომელმაც საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა.

გამოცემამ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში 10-ზე მეტი გოლი და საგოლე გადაცემა აქვთ შესრულებული.

პირველ ადგილს ნეიმარი იკავებს, რომელმაც 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. მეორე პოზიციაზე ლიონელ მესი გახლავთ 17 გოლით და 16 შედეგიანი გადაცემით. მესამეზე ფრანგი კოლო მუანია.

მეოთხე პოზიციაზე კი „ჯვაროსნების“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც 2022/2023 წლებში ყველა ტურნირზე ერთად 12 გოლი გაიტანა და 15 ასისტი შეასრულა.

მეხუთე ადგილზე ჯამალ მუსიალაა, მეექვსეზე სერჟ გნაბრი, ხოლო მეშვიდეზე იონას ჰოფმანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: “ხვიჩა 120 მილიონი ღირს, ნაპოლის შემადგენლობა კი 800“
იტალიური მედია: “ხვიჩა 120 მილიონი ღირს, ნაპოლის შემადგენლობა კი 800“