საბა საზონოვი
Aa
Aa

„ინტერესი სერიოზულია“ - საზონოვი ევროპული გუნდების რადარზეა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველის, საბა საზონოვის გადაბირებით რამდენიმე ევროპული გუნდის ინტერესდება.

21 წლის მცველის ამჟამინდელი კლუბის, მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი, დიმიტრი გაფინი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც საზონოვი ახალგაზრდული გუნდიდან მთავარ გუნდში დაწინაურდა.

რას ამბობს გაფინი:

იმ პერიოდში, როდესაც საბამ პირველ გუნდში დაიწყო თამაში, მან მსხვილი ევროპული გუნდების სკაუტების ყურადღება მიიპყრო. ინტერესი ახლაც არის. თუმცა, ინტერესი იყო მაშინაც, სანამ ის პირველ გუნდში გადავიდოდა. საბას შესახებ ესპანურ კლუბთან გვქონდა საუბარი.

გავყიდით, თუ არა საზონოვს? ეს შესაფერისი დროისა და შესაბამისი პირობების საკითხია. სტრატეგიულად, განვითარების თვალსაზრისით ფეხბურთელს წასვლაში ხელს არ შევუშლით, თუმცა ასეთ დროს კლუბის ინტერესებიც გასათვალისწინებელია. ასეთი მომენტი ადრე, თუ გვიან დადგება.

ცნობისთვის, საბა საზონოვს მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 21 წლის მცველმა რუსული კლუბის პირველ გუნდში, ყველა ტურნირზე 19 შეხვედრა ჩაატარა.

საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება 2022 წლის შემოდგომაზე მიიღო. თავდაპირველად, ფეხბურთელი 21-წლამდე ნაკრების რიგებში გამოდიოდა, ნოემბერში კი მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც ჰქონდა დებიუტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასკუალი: „ხვიჩა ეგოისტი არაა, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს“
პასკუალი: „ხვიჩა ეგოისტი არაა, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს“