ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ელიფ ელმასი
Aa
Aa

თურქეთის დასახმარებლად! - ნაპოლის ფეხბურთელები ხელმოწერილ მაისურებს ჰყიდიან

„ნაპოლის“ ფეხბურთელები თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ავტოგრაფიან მაისურებს ჰყიდიან.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინიციატივა „პარტენოპეის“ ჩრდ. მაკედონიელ ფეხბურთელს, ელიფ ელმასს ეკუთვნის, რომელსაც რამდენიმე ფეხბურთელმაც აუბა მხარი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამ, ვიქტორ ოსიმენმა და პიოტრ ჟელინსკიმ.

თურქულ სააუქციონო პორტალ Socratessahada.com-ზე ფეხბურთელების მაისურები უკვე აუქციონზეა გატანილი და მაისურების შეძენის სურვილი რამდენიმე მომხმარებელმაც გამოთქვა. საიტზე მოცემული მონაცემებით, აუქციონი 4 დღესა და 17 საათში უნდა დასრულდეს.

პორტალზე ხვიჩა კვარაცხელიას მაისური ამ დროის მონაცემებით 25 ათას ლირად არის შეფასებული, რომელიც დანარჩენ ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე მაღალია. ელმასის, ოსიმენისა და ჟელინსკის მაისურების ღირებულება კი ამ დროისთვის 20 ათასი ლირაა.

საგულისხმოა, რომ აუქციონიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა თურქეთისა და სირიის დასახმარებლად შექმნილ ფონდს.

შეგახსენებთ, რომ 4-5 თებერვალს, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 ათასს გადასცდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ნაპოლი ჩემპიონობას დაკარგავს, ეს სამყაროს დასასრული იქნება“
„თუ ნაპოლი ჩემპიონობას დაკარგავს, ეს სამყაროს დასასრული იქნება“