გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდს აძლიერებენ | ცრვენა ზვეზდა მიქაუტაძით ინტერესდება

„მეცის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა. სერბული გამოცემის, Telegraf-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა თავდამსხმელი „ცრვენა ზვეზდას“ რადარზე მოექცა, რომლის რიგებშიც ირაკლი აზაროვი ასპარეზობს.

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში, სერბეთის ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება და თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, ეს გუნდი „ცრვენა ზვეზდა“ იქნება. „თეთრ-წითლები“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და Telegraf-ის ცნობით, მიქაუტაძის დამატებას ზაფხულში შეეცდებიან.

სერბული კლუბი სავარაუდო კანდიდატთა გაფილტვრის პროცესშია, მაგრამ გიორგი მათი პრიორიტეტია. მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 3 მილიონი ევროა. მის გარდა, „ცრვენა ზვეზდა“ ჟან-ფილიპ კრასოსაც აკვირდება.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგიმ საფრანგეთის თასზე 3 თამაში ჩაატარა და 1 გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ყველაზე საოცარი წყვილია“ - მაცოლა ხვიჩასა და ოსიმენზე
„მსოფლიოში ყველაზე საოცარი წყვილია“ - მაცოლა ხვიჩასა და ოსიმენზე