ხვიჩა კვარაცხელია, მოჰამედ სალაჰი, მანუელ პასკუალი
Aa
Aa

პასკუალი: „ხვიჩა ეგოისტი არაა, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს“

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა მანუელ პასკუალმა TMW Radio-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ასევე, მან აღნიშნა, რომ სალაჰისგან განსხვავებით ქართველი შემტევი ეგოისტი არაა და ყოველთვის მზადაა გუნდს სარგებელი მოუტანოს.

მანუელ პასკუალი: „გუნდური თვალსაზრისით „ნაპოლი“ „ინტერზე“ ძლიერია. „ინტერის“ სიძლიერე კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალურ სიძლიერეში ჩანს და არა გუნდურ თამაშში.

სალაჰი და კვარაცხელია ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სალაჰი ფიზიკურად უკეთაა მომზადებული, რაც ინგლისური ფეხბურთისთვის დამახასიათებელია. ქართველი ეგოისტი არაა. ის ყოველთვის მზადაა გუნდისთვის ითამაშოს. აქედან გამომდინარე გასაგებია, თუ როგორი გარემოა „ნაპოლის“ გასახდელში. კვარაცხელია თავად ქმნის გოლს, თუმცა ზოგჯერ თანაგუნდელების დახმარებით იტანს. ქართველი უფრო მეტად დრიბლიორია, სალაჰი კი აქცენტს გოლის გატანაზე აკეთებს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კვარაცხელია ისეთ მწვრთნელთანაა, რომელიც მას საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ეხმარება. როცა მწვრთნელი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარს წაგართმევს, ფეხბურთელის თვისებები იკარგება“.

იტალიის სერია ა-ში 22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 59 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. 23-ე ტურში, 17 თებერვალს, „ნაპოლი“ „სასუოლოს“ სტუმრად შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „აინტრახტია“. პირველი მატჩი გერმანიაში 22 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 16 მარტს ნეაპოლში გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 9 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონში? - ტრანსფერი რეალურია
ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონში? - ტრანსფერი რეალურია