ლიონელ მესი, ნეიმარი
Aa
Aa

Foot Mercato: „პარი სენ-ჟერმენი მესისა და ნეიმარის წასვლისთვის ემზადება“

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ ზაფხულში „პარკ დე პრენსს“ ორი სუპერვარსკვლავი დატოვებს. Foot Mercato-ს ინფორმაციით, ფრანგული გრანდის მესვეურები ლიონელ მესისა და ნეიმარის წასვლისთვის ემზადებიან.

ბრაზილიელთან მიმართებით, რთული ვითარებაა. „მონაკოსთან“ მატჩის შემდეგ, „ნეის“ კლუბის საფეხბურთო საკითხების მრჩეველთან, ლუიშ კამპუშთან კონფლიქტი მოუვიდა, რასაც მუნდიალის შემდეგ, მის მიერ ნაჩვენები წარუმატებელი ასპარეზობა დაემატა და ფრანგულმა გრანდმა მისი გასხვისება გადაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, კლუბი, რომელიც მისითაა დაინტერესებული, თუმცა წარსულში „ჩელსის“ ვარიანტი გაჟღერდა.

მესის რაც შეეხება, „ლა პულგაზე“ იწერებოდა, რომ პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებდა, მაგრამ Foot Mercato-ს ცნობით, ამ ეტაპზე, გამორიცხული არაფერია. ლეო აპირებს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებას დაელოდოს და გადაწყვეტილება მისი შედეგების გათვალისწინებით მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით „ნეიმ“ მიმდინარე სეზონში 27 მატჩი გამართა და 17 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. მესიმ მონაწილეობა 25 შეხვედრაში მიიღო და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო, თანაგუნდელებს კი 14-ჯერ გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპაში საუკეთესოა | ხვიჩას რომელი ქმედება გამოარჩია Gazzetta-მ?
ევროპაში საუკეთესოა | ხვიჩას რომელი ქმედება გამოარჩია Gazzetta-მ?