ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ვის სურს გახდეს მილიონერი?“ - კითხვა ხვიჩაზე შვედურ შოუში

შვედურ შოუში „ვის სურს გახდეს მილიონერი?“ (Vem vill bli miljonär?) ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაისვა. კითხვა ასეთი იყო: „რომელი ქვეყნიდანაა სერია ა-ს „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია?

4 სავარაუდო პასუხი: A: ქართველი  B: ჩრდილოეთ მაკედონია C: მოლდოვა D: ალბანეთი

სტუმარმა კითხვა გამოიცნო და 350 000 შვედური კრონა მოიგო.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, „ნაპოლის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს. 22 წლის შემტევმა სერია A-ში უკვე 9 გოლი შეაგდო და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე პასია.

22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს და დღეს „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სკანდალს არ მოვაწყობდი“ - ბარძალი და მარელი ხვიჩას ეპიზოდზე
„სკანდალს არ მოვაწყობდი“ - ბარძალი და მარელი ხვიჩას ეპიზოდზე