ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რეკორდებისკენ მიისწრაფვის“ - რას წერს Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე

„კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირების შემდეგ, იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი არ წყდება. La Gazzetta dello Sport-ის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელზე Corriere dello Sport-მა დაწერა და დღევანდელ ნომერში „კვარას“ მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა.

„ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოასპარეზე დებიუტანტებს შორის არავინაა, ვისაც 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს. კვარამ ლავეცის მიღწევა უკვე გააუმჯობესა. ეს უკანასკნელი 2007-08 წლების სეზონში 8 გოლზე და 8 შედეგიან გადაცემაზე გაჩერდა, კვარაცხელია კი უფრო შორს წავიდა.

ხვიჩას შემთხვევაში, მომავლის აბსოლუტურად განსხვავებული აღქმა გაქვს. ქართველი რეკორდებისკენ და ახალი ჰორიზონტებისკენ მიისწრაფვის. ჯერ სეზონის ნახევარიც არაა გასული და მალე ჩემპიონთა ლიგაც მალე დაბრუნდება, შთაბეჭდილება კი ისეთია, რომ კვარას მომატება და პროგრესის მიღწევა უწერია“.

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს და დღეს „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Fichajes: „რეალს ხვიჩა არ ავიწყდება, შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტია“
Fichajes: „რეალს ხვიჩა არ ავიწყდება, შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტია“