გრემ პოტერი
Aa
Aa

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად თვლიან - ჩელსი პოტერის გაშვებას არ აპირებს

ლონდონის „ჩელსის“ რთული პერიოდი უდგას. „არისტოკრატები“ სასურველი შედეგის დაფიქსირებას ვერა და ვერ ახერხებენ და მათი გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის, გრემ პოტერის გაშვებას ითხოვენ, თუმცა „ლურჯების“ ხელმძღვანელები საკადრო ცვლილებების გატარებას არ აპირებენ.

The Athletic-ის ცნობით, „ჩელსის“ მესვეურებს პოტერის დონეში ეჭვი არ ეპარებათ. ისინი თვლიან, რომ ინგლისელი სპეციალისტის მიერ გაწეული სამუშაო რამდენიმე კვირის ან თვის კი არა, წლის გადმოსახედიდან უნდა შეფასდეს. ასე რომ, უახლოეს პერიოდში, პოტერს დათხოვნის საფრთხე არ ემუქრება.

„არისტოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ მას მცირე შანსი მიეცა, „სტემფორდ ბრიჯზე“ წარმატებისთვის მიეღწია, რადგან გუნდში სეზონის შუა ნაწილში მივიდა და უამრავ ახალწვეულთან მოუწია მუშაობა. „ლურჯები“ დარწმუნებული არიან, რომ პოტერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და აპირებენ, მას ნდობა ისე გამოუცხადონ, როგორც ეს „არსენალმა“ მიკელ არტეტასთან მიმართებით გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ 31 ქულა აქვს და მეოთხეადგილოსან „ნიუკასლს“ 10 ქულით ჩამორჩება. „არისტოკრატები“ მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს გამართავენ და „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წავალ თუ არა კვარას წვეულებაზე? - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
წავალ თუ არა კვარას წვეულებაზე? - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ