ისლამ მახაჩევი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

მახაჩევი: „ვოლკანოვსკიმ 25 წუთიდან მხოლოდ 1 აიღო“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან გამართულ ჩხუბზე ისაუბრა. მახაჩევმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დამსახურებულად მოიგო.

„ახლახან ბრძოლის ვიდეოჩანაწერს გადავხედე და გულახდილები უნდა ვიყოთ. ვოლკმა 25 წუთიდან მხოლოდ ერთი, ისიც ბოლო წუთი აიღო“.

ისლამის პოზიციას არ იზიარებს ავსტრალიელი მებრძოლი, რომელიც თვლის, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს: „ბრძოლას ვუყურე და მეორე, მესამე და მეხუთე რაუნდი ნამდვილად მოვიგე! გაოცებული ვარ, ჩემი ხელი რომ არ აღმართეს. მოდი, მატჩ-რევანში გავმართოთ. სადაც გინდა, როცა გინდა“.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა კარიერაში 24-ე გამარჯვება იზეიმა. ვოლკანოვსკის რაც შეეხება, ავსტრალიელი კარიერაში მეორედ დამარცხდა. „ვოლკს“ მომდევნო ბრძოლა დიდი ალბათობით, იაირ როდრიგესის წინააღმდეგ ელის, რომელმაც UFC 284-ზე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა და ჯოშ ემეტი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წავალ თუ არა კვარას წვეულებაზე? - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
წავალ თუ არა კვარას წვეულებაზე? - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ