ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი ელ კლასიკოს წინ: ვალდებულნი ვართ მოვიგოთ

ესპანეთის სუპერ თასის ფინალის წინ, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა.

ჩავი ამბობს, რომ „ბარსელონას“ აქვს ვალდებულება ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის „რეალი“ დაამარცხოს.

„ბარსასთვის ეს არასდროს განიხილება. ჩვენ ვართ ბარსა და წავალთ თასის მოსაგებად. ჩემთვის ეს კლუბი ყველაზე მნიშვნელოვანია და ბარსა ერთ-ერთია იმ გუნდებს შორის, რომლებმაც ტიტულები უნდა მოიგოს.

მიუხედავად იმისა, მოვიგებთ თუ წავაგებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თასებისთვის. რეალთან გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

სიტუაციას ისე ვუყურებთ, რომ ვალდებულნი ვართ მოვიგოთ. ჩვენ აქ ამისთვის ვართ.

თუ ჩემს ნამუშევარს ახლა შევადარებთ იმ დროს, როცა ვთამაშობდი, ბევრი არაფერი შეცვლილა. ახლა უბრალოდ უნდა მოვამზადო გუნდი, რომ მოიგოს.

ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ფინალებში თამაშის მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ ენთუზიაზმით უნდა ვითამაშოთ. ვეცდებით, მთელი მატჩი ისე ვითამაშოთ, როგორც რეალ ბეტისთან საწყისი 60 წუთი იყო. სურვილი და ამბიცია კითხვის ნიშნის ქვეშ არც კი დგება“,

- განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალი 15 იანვარს, 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პერესი მზადაა სიგიჟე ჩაიდინოს“ - რეალი კვარას და ოსიმენს უმიზნებს
„პერესი მზადაა სიგიჟე ჩაიდინოს“ - რეალი კვარას და ოსიმენს უმიზნებს