კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„ყველა ამით იყო შეპყრობილი“ - რონალდუმ კარიერის გამორჩეული მომენტი დაასახელა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა.

„მადრიდის რეალში ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობენ. წლიდან წლამდე ვგრძნობდით, რომ ზეწოლა ძლიერდებოდა, მაგრამ Decima იყო მომენტი, როდესაც მოვიგეთ ის, რაც გვინდოდა. ყველაზე განსაკუთრებული გამარჯვება.

დესიმა მადრიდის რეალთან ერთად არის მომენტი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში და არასოდეს დამავიწყდება.

როდესაც რეალთან კონტრაქტს ხელს აწერ, გრძნობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ერთგვარი აკვიატებაა, ყველა მეათე თასის მოგებით იყო შეპყრობილი. ეს მომენტი ყველაზე განსაკუთრებული იყო, ეს ჩემს სამშობლოში, ლისაბონში მოხდა.

ყველა გულშემატკივარს ეს სურდა. ყველას ეს გვინდოდა. ეს არის მომენტი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება, ჩემს კლუბთან ერთად ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოვიგე“,

- განუცხადა რონალდუმ LiveScore-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი სუსტი წერტილი აქვს“ – El Desmarque და Relevo მამარდას აქებენ
„მხოლოდ ერთი სუსტი წერტილი აქვს“ – El Desmarque და Relevo მამარდას აქებენ