ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„იმედი გვაქვს გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა“ - დი ლორენცომ ხვიჩაზე ისაუბრა

სერია A-ს მე-16 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდა და იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი წაგება იგება.

„სან სიროზე“ გამართულ მატჩში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ედინ ჯეკომ გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ის სპალეტიმ 76-ე წუთზე ელიფ ელმაზით შეცვალა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა ბევრს შრომობდა და სახიფათო მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა „ინტერის“ დაცვამ ფაქტობრივად გასაქანი არ მისცა. უნდა აღინიშნოს „ნერაძურის“ მცველების უხეში თამაშიც. „ინტერის“ ფეხბურთელებმა კვარას რამდენიმე ეპიზოდში ფეხებში ძლიერად მოარტყეს.

ხვიჩას მომენტები ინტერთან:

მატჩის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ხვიჩას მდგომარეობაზე მცირე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დი ლორენცომ:

ხვიჩა ბრწყინვალე ფეხბურთელია და თავს კარგად გრძნობს. ზურგის ტრავმა, რომელიც აწუხებდა სრულად მოირჩინა და ვიმედოვნებთ, გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა.

მარცხის მიუხედავად, „ნაპოლი“ კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება. 16 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდს 41 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „მილანს“ 5 ქულით უსწრებს. ნეაპოლიტანელები მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, კვლავ სტუმრად „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “რამდენიმე მოთამაშემ იმაზე ცუდად ითამაშა, ვიდრე ველოდი“
სპალეტი: “რამდენიმე მოთამაშემ იმაზე ცუდად ითამაშა, ვიდრე ველოდი“