ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, ინტერსიტი
Aa
Aa

ჩავი: “ტრანსფერები არ გვჭირდება, მე გამარჯვებული გუნდი მყავს“

ესპანეთში კოპა დელ რეის დრო დადგა. „ბარსელონა“ სტუმრად „ინტერსიტის“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ვფიქრობ დადებითია, რომ ეს დუელი 2-მატჩიანი არ არის. ასეთ დროს ნებისმიერმა გუნდმა შესაძლოა სასწაული მოახდინოს. დარწმუნებული ვარ, მეტოქე მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ახალი ტრანსფერები არ გვჭირდება. ბედნიერები ვართ იმით, ვინც ვართ. მე გამარჯვებული გუნდი მყავს. ისინი ამას ყველა ვარჯიშზე ამტკიცებენ და კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს.

არაუხოს უმაღლესი დონის საფეხბურთო უნარები აქვს. ის სულით ლიდერი და მეომარია. რონალდი ძალიან გვჭირდება და მის მალე დაბრუნებას ვისურვებდი. რაც შეეხება დეპაის, არცერთი ფეხბურთელის წასვლა არ მინდა. მემფისით კმაყოფილი ვარ და ვარჯიშებზე ყველაფერს კარგად ასრულებს. მას ექნება წუთები ისევე, როგორც ყველას.

კოპა დელ რეი ჩვენთვის არის მიზანი. რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება გვსურს. ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ სამეფო თასიც არ უნდა დავივიწყოთ. მისი მოგება განსაკუთრებული მომენტი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ინტერსიტის“ დაპირისპირება 4 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუმ ალ-ნასრში სამედიცინო შემოწმება გაიარა
რონალდუმ ალ-ნასრში სამედიცინო შემოწმება გაიარა