თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 11 ქულა - ვირტუს ბოლონიამ ფენერბაჰჩე დაამარცხა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-7 გამარჯვება იზეიმა. მე-16 ტურში, იტალიური გრანდი „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 92:88 სძლია. მატჩში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ვირტუს ბოლონიამ“ 7 ქულით მოიგო და სასურველი შედეგი დააფიქსირა.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 22 წუთი და 31 წამი გაატარა. ამ დროში, თორნიკემ 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გამოიყენა და 2 დაკარგვა ჰქონდა.

„ვირტუს ბოლონიას“ რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა მარკო ბელინელიმ გააკეთა. მამ ჟაიტემ 14 ქულა მიითვალა. ნიკოლო მანიონის ანგარიშზე 13 ქულა იყო, ხოლო კაილ უიმსმა და ჯორდან მიკიმ 12 და 11 ქულა დააგროვეს. „ფენერბაჰჩეს“ ჯონათან მოტლიმ ულიდერა - 26 ქულა. სკოტი უილბიკინსა და ნიკ კალატესს 12-12 ქულა ჰქონდათ.

ამრიგად, შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ 7 მოგება და 9 წაგება აქვს. ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრა იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტს ხელი მოაწერა - რონალდუ ალ-ნასრში ითამაშებს
კონტრაქტს ხელი მოაწერა - რონალდუ ალ-ნასრში ითამაშებს