1,43 მილიარდი ევრო - ლა ლიგამ სატელევიზიო შემოსავლებით ყველას აჯობა
Aa
Aa

1,43 მილიარდი ევრო - ლა ლიგამ სატელევიზიო შემოსავლებით ყველას აჯობა

ლა ლიგაში ცნობილი გახდა სატელევიზიო უფლებების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი, რომლებიც კლუბებმა 2021/2022 წლების სეზონში მიიღეს.

ლა ლიგის 20 კლუბის მთლიანმა შემოსავალმა 1,43 მილიარდი ევრო შეადგინა. სატელევიზიო უფლებებით ყველაზე მეტი მადრიდის „რეალმა" გამოიმუშავა - 160,85 მილიონი ევრო. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილი „ბარსელონას“ ეკუთვნის - 160,13 მილიონი, გასულ სეზონში სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მადრიდის „ატლეტიკომ“ 130,31 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ლა ლიგაში ყველაზე ცოტა „რაიო ვალეკანომ“ გამოიმუშავა - 45,86 მილიონი ევრო.

2020/21 სეზონთან შედარებით, გასულ სეზონში „ბარსელონასა“ და „რეალის“ შემოსავლები უფრო დაბალი იყო (20/21 სეზონში 165,6 და 163 მილიონი ევრო).

გარდა ამისა, „ბარსა“, „რეალი“ და „ატლეტიკო“ იმ ევროპულ გუნდებს შორის არიან, რომლებსაც სატელევიზიო უფლებების ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ. ამ მაჩვენებლით ისინი ბუნდესლიგის, იტალიის სერია A-სა და საფრანგეთის ლიგა 1-ის ნებისმიერ კლუბს უსწრებენ და პრემიერ ლიგის „დიდი ექვსეულის“ დონეზე არიან.

2016/17 წლების სეზონთან შედარებით, ლა ლიგის შემოსავალი მთლიანობაში 15%-ით გაიზარდა, პრემიერ ლიგაში კი მხოლოდ 5%-ით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ხაბულიანი ახალ კლუბს მალე შეუერთდება
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ხაბულიანი ახალ კლუბს მალე შეუერთდება