გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის კარგი მატჩი - შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით იასპარეზა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და „გრანადა“ საკუთარ კედლებში გაანადგურა - 98:66.

შერმადინმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგიმ პარკეტზე 17 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და მის ანგარიშზე 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაა.  ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ბურთი ჩააგდო და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს ჩამორჩა, რომელმაც მატჩის MVP-ის სტატუსი დაისაკუთრა - 22.

ამრიგად, შერმადინის გუნდს 10 მოგება და 3 წაგება აქვს. „ლენოფო ტენერიფე“ სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორისაა და პირველ ადგილზე მყოფ „რეალს“ მასზე მხოლოდ ერთით მეტი გამარჯვება აქვს. შერმადინის გუნდს მომდევნო შეხვედრა 6 იანვარს ელის და სტუმრად „მურსიას“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ორგანიზაციის ვალი ექნებოდა“ - ომალიმ დვალიშვილს დასცინა
„მერაბს ორგანიზაციის ვალი ექნებოდა“ - ომალიმ დვალიშვილს დასცინა