დორტმუნდი, მანჩესტერ სიტი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ამჯერად სიტი - გუარდიოლას პრიორიტეტი ბელინგემია

ჯუდ ბელინგემზე ნადირობა არ წყდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ინგლისელის გადაბირება ამჯერად „მანჩესტერ სიტის“ სურს.

Givemesport-ის ინფორმაციით, „ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული და მოლაპარაკების გამართვაში ერლინგ ჰოლანდის ჩართვას აპირებს.

წყაროს ცნობით, გუარდიოლასთან მუშაობით თავად ბელინგემიც დაინტერესებულია, მაგრამ არსებობს სხვა ბევრი გარემოებაც.

მაგალითად, ჯუდის ოჯახის პრიორიტეტი „ლივერპულია“. ამის წინააღმდეგი არც „დორტმუნდის“ ნახევარმცველია, მაგრამ „სიტის“ ვარიანტიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის „რეალიც“ აქტიურობს და ბელინგემის შესაძენად ყველაფერს აკეთებს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 19 წლის ინგლისელს ასარჩევად აქვს საქმე. ერთი რამ კი მართლაც ნათელია - ბელინგემი მომავალ სეზონში „დორტმუნდში“ აღარ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თუ არ გამაგდებენ ჩემით არ წავალ“ - ანჩელოტი საკუთარ მომავალზე
“თუ არ გამაგდებენ ჩემით არ წავალ“ - ანჩელოტი საკუთარ მომავალზე