გარი ნევილი, ლიონელ მესი, არგენტინა, ხულიან ალვარესი, ხორვატია
Aa
Aa

ნევილი: “სად წასულიყო ლივაკოვიჩი? პენალტი არ იყო“

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. „ალბისელესტეს“ მხრიდან დუბლი შეასრულა ხულიან ალვარესმა, ხოლო ერთი გოლი ლეო მესის ანგარიშზეა.

პირველი გოლი მესიმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. თერთმეტმეტრიანის დანიშვნამ გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი თვლის, რომ დარღვევა იყო ნაწილი კი პირიქით.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება გარი ნევილმა დააფიქსირა, რომელიც მეტად კატეგორიული იყო.

რა თქვა ნევილმა?

„პენალტი არ იყო და არ უნდა დანიშნულიყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ორსატო ამას იზამდა. მეკარე კარიდან გამოვიდა და ალვარესის წინ დარტყმის მომენტამდე გაჩერდა. რა უნდა ექნა მას? ეს პენალტი არ იყო! ლივაკოვიჩი გაჩერდა და ალვარესი დაეჯახა მას.“

შეგახსენებთ, რომ „ალბისელესტე“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 14 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დალიჩი: “დამსახურებულად წავაგეთ“
დალიჩი: “დამსახურებულად წავაგეთ“