ქუთაისის ტორპედო, ლოკომოტივი 2
Aa
Aa

მარტივი გამარჯვება - ტორპედო საქართველოს თასის გამარჯვებულია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ქუთაისურმა გუნდმა საკმაოდ მარტივად მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ "ტორპედომ" აღნიშნული გათამაშება ისტორიაში მეხუთედ მოიგო.

მთელი მატჩის განმავლობაში „ტორპედო“ აქტიურობდა და თბილისელებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ. მიუხედავად უპირატესობისა, ჩხეტიანის შეგირდები რეალურ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. პირველ ნახევარში „ტორპედომ“ ბურთი ძელს გაარტყა და სხვა დასამახსოვრებელი ეპიზოდი არ ყოფილა.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ქუთაისელები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ და ერთ-ერთ შეტევას, რომელიც 54-ე წუთზე განხორციელდა გოლი მოყვა. თავი კაბალერომ გამოიჩინა.

1-ბურთიანი უპირატესობა ჩხეტიანის გუნდს არ აკმაყოფილებდა და მთლიან დროს შეტევაში ატარებდა. ამან შედეგი გამოიღო. მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ქიმაძემ ისარგებლა და 61-ე წუთზე სხვაობა 2-ბურთიანი გახადა. დარჩენილ დროში დედაქალაქურმა გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა და ჩემპიონი „ტორპედო“ გახდა. ცნობისთვის, საქართველოს თასის მოგებით, ქუთაისელებმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაინაღდეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი ტრაგედია - კატარში კიდევ ერთი ემიგრანტი მუშა დაიღუპა
მორიგი ტრაგედია - კატარში კიდევ ერთი ემიგრანტი მუშა დაიღუპა