ლივერპული, დორტმუნდის ბორუსია, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

BILD: ბელინგემისთვის პრიორიტეტი ლივერპულში გადასვლაა

დროის გასვლასთან ერთად, ჯუდ ბელინგემი გაცილებით კარგად თამაშობს. ინგლისელი ნახევარმცველი ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინავს.

„დორტმუნდის“ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებდნენ მადრიდის „რეალს“. ფლორენტინო პერესი მისით პირადად ინტერესდებოდა, თუმცა დღეს სპორტულ მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

გერმანული გამოცემა BILD წერს, რომ ჯუდისთვის პრიორიტეტული მხოლოდ „ლივერპულია“ და მერსისაიდული გრანდი ტრანსფერისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. ამავე წყაროს ცნობით ვიგებთ, რომ ახალგაზრდა ტალანტის ოჯახს ურჩევნია, რომ ბელინგემმა კარიერა „ლივერპულში“ გააგრძელოს. ეს კი კლოპის გუნდისთვის უდიდესი ბერკეტია.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი „დორტმუნდის ბორუსიას“ 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ბელინგემმა გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 112-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუ არ დარბის და მხოლოდ პირადი რეკორდები ადარდებს“ - ამბობს პორტუგალიელი ჟურნალისტი
„რონალდუ არ დარბის და მხოლოდ პირადი რეკორდები ადარდებს“ - ამბობს პორტუგალიელი ჟურნალისტი