ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი, კიუშუ ბაშო
Aa
Aa

დოჰიოზე დაეცა - ტოჩინოშინის მეორე მარცხი

კიუშუ ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირა აბის (ბალანსი 2:0-ზე) შეხვდა და ჰიკიოტოშით დამარცხდა.

სამწუხაროდ, შეხვედრის დაწყებიდან მალევე ლევანმა პირველივე შეჯახებისას წონასწორობა დაკარგა და თავის შემაგრება ვეღარ შეძლო. შედეგად, დოჰიოზე დაეცა და გამარჯვებაც აბის ჩაეწერა.

ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 1:2-ზე გახდა. ქართველი რიკიშის მომდევნო მეტოქე ხვალ, მე-13 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელიც მიმდინარე ბაშოზე ჯერჯერობით მოუგებლად ასპარეზობს (0:3).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები