ჟერარდ პიკე
Aa
Aa

„წესები უნდა შევცვალოთ. 90 წუთი ძალიან ბევრია“ - პიკე

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ჟერარდ პიკემ, რომელმაც კარიერა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაასრულა, სააგენტო Marca-სთან ინტერვიუს დროს ფეხბურთის მომავალზე და განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.

რა თქვა პიკემ:

უნდა ვეცადოთ წესების ცვლილებას, რომელიც მრავალი წელია არსებობს და ბევრი უკვე მოძველებულია. მესმის, რომ რთულია, მაგრამ ეს უკვე სპორტის ყველა სახეობაში ხდება. უნდა ვიპოვოთ ყურადღების მიქცევის გზა.

ვფიქრობ, 90 წუთი სათამაშოდ დიდი დროა. უნდა ვეძებოთ წესები, რომლებიც უფრო საინტერესო იქნება. ისეთი განცდა მაქვს, რომ დღეს ფეხბურთი, როგორც პროდუქტი, მოძველებულია.

შეგახსენებთ, რომ ჟერარდ პიკე ბარსელონაში 2008 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა და ყველა  ტურნირზე, კლუბის მაისურით ჩატარებულ 616 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფლიქტი გრძელდება - მესი პიკეს კარიერის დასრულებას არ გამოეხმაურა
კონფლიქტი გრძელდება - მესი პიკეს კარიერის დასრულებას არ გამოეხმაურა