ბარსელონა
Aa
Aa

ზლატანი: “ბარსელონა? ჩემს თავს იმედი გავუცრუე“

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიდი ხანია ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. მისი სავარაუდო დაბრუნების თარიღად 2023 წლის თებერვალი სახელდება. ფეხბურთიდან უქმობის ჟამს, ლეგენდარულმა შვედმა ჟურნალისტებთან სასაუბროდ მოიცალა.

„მილანის“ ვეტერან თავდამსხმელს Canal+ დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა. სასაუბრო თემა, ძირითადად ზლატანის კარიერას ეხებოდა. იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე ცუდი პერიოდი გახსენა.

რა თქვა ზლატანმა?

„ჩემი ყველაზე ცუდი მოგონება კარიერაში? რა თქმა უნდა, „ბარსელონა“. ამას ვამბობ, მაგრამ არ ვგულისხმობ საფეხბურთო ასპექტს. იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვფიქრობდი. რეალურად, საკუთარ თავს იმედი გავუცრუე. რაღაცებს სხვანაირად ვაკეთებდი. სტადიონზე გასვლამდე ორჯერ ვფიქრობდი და ეს ხელს მიშლიდა.

კატალონიაში ჩემი იდენტობა დავკარგე. „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, ყველაფერი დავიბრუნე და სწორედ ეს დამეხმარა მსოფლიოს ახლიდან დაპყრობაში. ახლა „მილანში“ ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ტრავმის რეაბილიტაცია გამიგრძელდა, მაგრამ გპირდებით, გაცილებით ძლიერი დავბრუნდები.“

შეგახსენებთ, რომ 41 წლის შვედი თავდამსხმელი „ბლაუგრანაში“ 2009/2010 წლებში თამაშობდა. ზლატანმა ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 46-ჯერ მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: “ევროპის ლიგა უნდა მოვიგოთ“
ჩავი: “ევროპის ლიგა უნდა მოვიგოთ“