ჩელსი, ბარსელონა, ჟორჟინიო, ნიკოლას ჯექსონი
Aa
Aa

მუკოკო, ჯექსონი, დალო - ბარსას სატრანსფერო სია იანვრისთვის

კატალონიის „ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას გეგმავს. მოგეხსენებათ, ზაფხულში „ბლაუგრანამ“ ყველაზე მეტი ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

ესპანური გამოცემა MUNDO DEPORTIVO ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ ბარსა ზამთარში იმ ფეხბურთელების ყიდვას შეეცდება, რომლებსაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურებათ.

საუბარი ჟორჟინიოზე, ტილემანსზე, დალოზე, მუკოკოზე და ნიკოლას ჯექსონზე გახლავთ. განიხილებოდა ნგოლო კანტეც, თუმცა მისი ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, ტრანსფერი გამოირიცხა.

ერთ-ერთ ყველაზე რეალური ვარიანტი ჟორჟინიო გახლავთ. წყაროს ცნობით, „ჩელსის“ ფეხბურთელის აგენტი კატალონიაში იმყოფებოდა და კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. როგორ დასრულდა შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ რამ ნათელია - „ბარსელონა“ გაძლიერებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ მეორე ჩარჩა. მიმდინარე სეზონში, ბარსამ „ინტერისა“ და „ბაიერნის“ ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა. რაც შეეხება ლა ლიგას, აქ „ბლაუგრანა“ 31 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ 1 ქულით ჩამორჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი სერბეთში - მამამ კორტზე მყოფ შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
სკანდალი სერბეთში - მამამ კორტზე მყოფ შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა